Sunday, January 21, 2024

ბიბლიოგრაფია

 Child marriage: facts and how to help(n.d.). მომდინარეობს world vision

ადრეული ქორწინება — მისი გამომწვევი მიზეზები და საზიანო შედეგები. (23 დეკემბერი 2022 г.). femea.

ალ-სალამი, ხ. (რეჟისორი). (2014). მე ვარ ნოჯუმი, 10 წლის და განქორწინებული [ფილმი].

ბაბოგაი, ხ. ი. (16 აგვისტო 2019 г.). ნაადრევი ქორწინების პრობლემა მსოფლიოში. (ა. ხმა, ინტერვიუერი)

დეკანაძე, ს. (2019). საქართველოში ადრეული ქორწინების მდგომარეობა და მისი გავლენა ჯანმრთელობაზე. თბილისი.

ფიფია, თ. (21 აპრილი 2021 г.). ნაადრევი ქორწინების პრობლემა სოციალურ-სამართლებრივ ჭრილში. ბექა მოსაშვილის საადვოკატო ოფისი.

ქურციკიძე, მ. (19 აპრილი 2018 г.). ადრეულ ასაკში დაქორწინებული გოგონები რჩებიან განათლების. unisef for every child საქართველო.

eni, o. (2017). Child Marriage in Africa. CreateSpace Independent Publishing Platform.

 John, M. E. (2021). Child Marriage in an International Frame. ლონდონი: Routledge India.


Sunday, January 14, 2024

ჩვენს შესახებ

 

ჩვენს შესახებ


ჩვენ ვართ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. ჩვენ ვსწავლობთ მოსამზადებელ კურსზე, მე-3 ჯგუფში. ჩვენ ავირჩიეთ ეს თემა ბლოგი შევხდნილია ინფორმაციის წიგნიერების ფარგლებში.








ნაადრევი კორწინება

რუკა

სად არის ყველაზე გავრცელებული ადრეული ქორწინება?  1  2

  3  4

Wednesday, January 10, 2024

პროექტის შესახებ

ადრეული ქორწინების გამომწვევი მიზეზები:

 ფაქტია, რომ 2022 წელსაც კი მსოფლიოში ადრეული ქორწინების პრობლემა კვლავ აქტუალურია სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორისაა სიღარიბე, განათლებისა და სამუშაო შესაძლებლობების ნაკლებობა, სექსუალური განათლების სიმწირე, ჩვეულებისა და ტრადიციების ძალა და ომისა და კონფლიქტის წერტილებში დაუცველობა.


1. სიღარიბე

ბევრი ღარიბი ოჯახისთვის ოჯახის წევრი გოგოს ადრეულ ასაკში დაქორწინება ფინანსურ პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიაა. ხშირ შემთხვევაში, ასეთი ოჯახები გოგოს დაქორწინებით მატერიალურ სარგებელს ნახულობდნენ ამასთანავე, ოჯახს ერთი წევრის გამოკვების, ჩაცმისა და განათლების ხარჯი მოაკლდება. აზიასა და აფრიკაში ქორწინებას ფინანსური გარიგებაც მოსდევს, რაც ასევე უბიძგებს ოჯახებს, რომ გოგოები ადრე დააქორწინონ.

მაგალითად, სუბსაჰარულ კულტურაში მშობლები ბევრად უფრო მაღალ თანხას იღებენ ისეთი გოგოს დაქოწინებაში, რომელსაც სქესობრივი მომწიფების ასაკისთვის ჯერ არ მიუღწევია. ბანგლადეშში, ინდოეთში.პაკისტანსა და ნეპალში რაც უფრო პატარა ასაკით გოგო, მით უფრო ნაკლებდანახარჯიანია მისი მზითევი. შესაბამისად, ეს კიდევ ერთი მოტივაცია ხდება მშობლებისთვის, რომ შვილი პატარა ასაკში დააქორწინონ.

გლობალურად, ბავშვთა იძულებითი ქორწინება ბევრად უფრო ხშირია ღარიბ ქვეყნებსა და რეგიონებში. მაგალითად, სენეგალში გოგო ღარიბი ოჯახიდან ოთხჯერ უფრო ხშირად ქორწინდება არასრულწლოვანების ასაკში, ვიდრე გოგო მდიდარი ოჯახიდან.


2. შეზღუდული განათლება

სტატისტიკის მიხედვით, გოგოები, რომლებიც სკოლაში დადიან, უფრო ნაკლებად ხდებიან ადრეული ქორწინების მსხვერპლი. ბევრ ქვეყანაში გოგოების განათლება ბიჭებთან შედარებით უფრო ნაკლებად პრიორიტეტულია, რადგან ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვან როლად დედობა და დიასახლისობა განიხილდება.

მაშინაც კი, როდესაც ღარიბ ოჯახებს სურთ, რომ ქალიშვილებსაც მიაღებინონ განათლება, ხშირად ეკონომიკური პრობლემები (მაგ: სკოლის გადასახადი, წიგნებისა და საკანცელარიო ნივთების ხარჯი) აიძულებთ, არჩევანი ვაჟისა და ქალიშვილის განათლებას შორის გააკეთონ, რა შემთვევაშიც ხშირად გოგოები იჩაგრებიან. როგორც წესი, ოჯახები მიიჩნევენ, რომ უფრო უსაფრთხო და ეკონომიკურად მომგებიანია ბიჭების განათლებაზე რესურსების დახარჯვა, ვიდრე გოგოებისაზე. ეს აიძულებს ოჯახებს, არასრულწლოვანების ასაკში დააქორწინონ გოგოები და ადრეული ასაკიდანვე მოარგონ მათ დედობისა და დიასახლისობის როლი.


3. ტრადიცია და რელიგია

 ტრადიციების მიმდევარ საზოგადოებებში, რომელთაც არ სურთ, რომ გოგონებს სქესობრივი კავშირი ქორწინებამდე ჰქონდეთ, ამის პრევენციისთვის გოგოებს ადრეულ ასაკში აქორწინებენ. უამრავი რელიგიური აღმსარებლობა და ეროვნული ტრადიცია ქალის სქესობრავ აქტივობას ქორწინების გარეშე ცოდვად, ოჯახის შეურაცხყოფად და ღირსების შელახვად მიიჩნევს. ასეთ საზოგადოებაში ხშირად ქორწინეაბა განსაზღვრავს ქალის სტატუსს და "იცავს" მას "რეპუტაციის შელახვისგან".

ამასთანავე, ხშირია შემთხვევები, როცა ქორწინდება ადრეულ ასაკში სქესობრივი კავშირის ან არასასურველი ორსულობის დასამალად ხდება.

ზოგიერთ კულტურაში ბავშვთა იძულებითი ქორწინება ოჯახური, კლანური და ტომობრივი კავშირების გამყარების ერთ-ერთი გზაა. მაგალითად, პაკისტანის ჩრდილი-დასავლეთ სასაზრვრო პროვინციაში, ავღანეთსა და ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ რეგიონში, არასრულწლოვანი გოგოების დაქორწინება გავრცელებული პრაქტიკაა, რათა ოჯახებს შორის დავები დაასრულონ. 2007 წლის ICRW-ის კვლევამ აჩვენა, რომ არაერთი რელიგია აღმოფხვრის ნაცვლად, პირიქით ხელს ეწყობს არასრულქლოვანი გოგოების იძულებით ქორწინებას.

თუმცა, ჩვეულებები და ტრადიციები იცვლება. ფაქტობრივად, ბავშვთა იძულებითი ქორწინება თითქმის გაქრა რამდენიმე ისეთ ქვეყანაში, სადაც ეს მოვლენა ერთი-ორი თაობის წინ გავრცელებული კულტურული პრაქტიკა იყო. ასეთი ქვეყნებია ჩინეთი, ტაივანი, კორეა, ტაილანდი და ინდონეზია. არ არსებობს მიზეზი იმისა, რომ ეს მავნე ტრადიცია ასევე წარსულს არ ჩაბარდეს იმ ქვეყნებში, სადაც იგი დღესაც აქტუალურია მათ შორის საქარტველოში.


ადრეული ქორწინების შედეგები:

ყველაფერზე მეტად ადრეული ქორწინება გოგოებს ბავშვობას ართმევს. მათ ოჯახური პასუხისმგებლობის, დედობისა და სექსუალური ურთიერთობების სრული ტვირთი ეკისრებათ, მაშინ როცა მათი ყოველდღიურობა მეგობრებთან სოციალიზაცია, საკუთარი ჰობებისა და ინტერესების გამოკვლევა ან განათლების მიღება უნდა იყოს.

არასრულწლოვანი დაქორწინებული გოგოები ტოვებენ მშობლების სახლს, რათა იცხოვრონ ქმართან და მის ოჯახთან ერთად, სადაც მათ არ ჰყავთ მეგობრები და ვერავის მხარდაჭერს ვერ გრძნობენ.

არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ არასრულწლოვანი დაქორწინებული გოგოები ხშირად იზოლირებულები და უძლურები არიან. ხშირია მენტალური პრობლემებიც. არასრულწლოვან გოგოებში მეტია ოჯახური ძალადობის შემთხვევებიც როგორც ფსიქოლოგიური, ისე-ფიზიკური.

UNICEF-ის კვლევის მიხედვით, არასრულწლოვან გოგოწებში იმატებს მშობიარობის დროს სიკვდილისა და ახალდაბადებული შვილის გარდაცვალების შემთხვევები. იზრდება აივ/შიდსით ინფიციერების საფრთხეც.

ნაადრევი ქორწინება ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია, რომ არასრულწლოვანმა განათლებას მიღება გააგრძელოს. უმეტეს ქვეყნებში სკოლის კარი, როგორც წესი, დაკეტილია დაქორწინებული გოგოებისთვის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ თითქმის არ აქვთ შესაძლებლობა, სამომავლოდ მაღალანაზღაურებადი სამსახური ჰქონდეთ და საკუთარი თავის რეალიზება მოახერხონ. ამიტომაც, ისინი ფინანსურად კვლავ დამოკიდებულნი არიან ქმრებსა და მათ ოჯახზე.

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა იცის, რომ ბავშვთა ქორწინება პრობლემაა და მას ზიანის მეტი არაფერი არ მოაქვს არასრულწლოვანისთვის, მაინც გვესმის შემთხვევები, როცა მოზარდი იძულებით თუ მშობლებისგან დამოიკიდებლად მაინც ქორწინდება. მშობლებმა კარგად უნდა გაიაზრონ, თუ რა დაბრკოლების წინაშე აყენებს გოგოს ადრეული ქორწინება, რა საფრთხეს უქმნის ეს ნაბიჯი მის მენტალურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობასა და კარიერას, და რომ ეს გადაწყვეტილება პიროვნებამ მშობლების, ნათესავების, სასულიერი პირისა თუ პარტნიორის ზეწოლის გარეშე უნდა მიიღოს.





Wednesday, December 27, 2023

რა არის ნაადრევი ქორწინება?

რა არის ნაადრევი ქორწინება?


     ადრეული/ბავშობის ასაკში ქორწინება არის ოფიციალური ან არაოფიციალური კავშირი ორი ადამიანისა, რომელთაგან ერთ-ერთს მაინც ჯერ არ მეუღნევია 18 წლის ასაკისთვის, ანუ ბავშვია. ადრეული ქორწინება მიიცნევა, ზოგადად, ადამიანის უფლებებისა და, კერძოდ, ბავშვთა უფლებების დარღვევად, რადგან ითვლება, რომ ბავშვს არ შეუძლია მისცეს გაზრებული თანხმობა.
     ადრეული ქორწინება წარმაშობს მთელ რიგ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, მათ შორის ფსიკოლოგიურსაც. რადგანაც ისინი ხშირად ხდებიან წავადობის მსხვერპლინი, აღნიშნული ნაბიჯის გადადგმით ისინი მოკლებულნი არიან განათლების მიღების პროცესს, ვერ ახერხება საზოგადოებაში ადაპტირებას. რისი გაკეთება შეგვიძლია ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად? პირველ რიგში მნიშვნელოვანია მეტი საინფორმაციო - საგანმანათებლო კომპანიის გამხორციელება მთელი ქვეყნის მასშტაბით და ეთნიკურმა უმცირესობებმა თავიანთ მშობლიურ ენაზე მეტი ინფორმაცია უნდა მიიღონ, რომ რამდენად მანკიერი მოვლენაა ადრეული ქორწინება. 
     მიუხედავად იმისა, რომ ქართულ კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა ამ მიმართულებით, მაინც დიდია გოგონათა ადრეული ქორწინების შემთხვევები, აღნიშნიშნული პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ დგას, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ტერიტორიულ ერთეულებში ნაადრევი ქორწინების განმაპირობებელი ტრედიციები არსებობს, მოსაზრება რომ ადრეული ქორწინება მხოლოდ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებში ხდება,თუმცა ეს მცდარია, რადგან აღნიშნული გლობალური ხასიათის გამოწვევაა, ვფიქრობთ რომ ეთნიკურ უმცირესობებში, ეს პრობლემა განპირობებულია მოძველებული ადათებითა და სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობით. 
     უნდა გვახსოვდეს, რომ ნაადრევი ქორწინება, ეს არის ძალადობის ერთ-ერთი ფორმა და სავსებით სამართლიანად ასოცირდება დაკარგული ბავშვობასთან და აქედან გამომდინარე ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ, რომ დროთა განმავლობაში შემცირდეს და შემდგომ აღმოიფხვრას ნაადრევი ქორწინების პრობლემა. 
    საქართველო სამოქალაქო კოდექსის 1108-ე მუხლის თანახმად, საქორწინო ასაკად დაწესებულია 18 წელი. თუმცა, კამონაკლისის სახით დაქორწინება დასაშვებია 16 წლის ასაკიიდან, მშობლების ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით. მშობლების თანხმობის არსებობის შემთხვევაში, დაქორწინებულ პირს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოიპოვოს ნებართვა.

კვლევა

 კითხვარის ბმული: https://forms.gle/8719zPf374kKCE35A


კითხვარის პასუხები:

Forms response chart. Question title: თქვენი დამოკიდებულება ნაადრევი ქორწინების?. Number of responses: 12 responses.


Forms response chart. Question title: რამდენი წლის ხართ?. Number of responses: 12 responses.


Forms response chart. Question title: თქვენი აზრით, რა ასაკში უნდა დაქორწინდნენ გოგონები?. Number of responses: 12 responses.


Forms response chart. Question title: გათხოვილი ხართ თუ არა?. Number of responses: 12 responses.


Forms response chart. Question title: თქვენს ოჯახში არის ვინმე, ვინც ადრე დაქორწინდა?. Number of responses: 12 responses.


Forms response chart. Question title: თქვენ ნაადრევი ქორწინებას მხარს უჭერთ თუ არა?. Number of responses: 12 responses.


Forms response chart. Question title: თქვენი აზრით, უფრო ხშირად სად ხდება ნაადრევი ქორწინება?. Number of responses: 12 responses.


პრეზენტაცია