რა არის ნაადრევი ქორწინება?
ადრეული/ბავშობის ასაკში ქორწინება არის ოფიციალური ან არაოფიციალური კავშირი ორი ადამიანისა, რომელთაგან ერთ-ერთს მაინც ჯერ არ მეუღნევია 18 წლის ასაკისთვის, ანუ ბავშვია. ადრეული ქორწინება მიიცნევა, ზოგადად, ადამიანის უფლებებისა და, კერძოდ, ბავშვთა უფლებების დარღვევად, რადგან ითვლება, რომ ბავშვს არ შეუძლია მისცეს გაზრებული თანხმობა.
ადრეული ქორწინება წარმაშობს მთელ რიგ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, მათ შორის ფსიკოლოგიურსაც. რადგანაც ისინი ხშირად ხდებიან წავადობის მსხვერპლინი, აღნიშნული ნაბიჯის გადადგმით ისინი მოკლებულნი არიან განათლების მიღების პროცესს, ვერ ახერხება საზოგადოებაში ადაპტირებას. რისი გაკეთება შეგვიძლია ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად? პირველ რიგში მნიშვნელოვანია მეტი საინფორმაციო - საგანმანათებლო კომპანიის გამხორციელება მთელი ქვეყნის მასშტაბით და ეთნიკურმა უმცირესობებმა თავიანთ მშობლიურ ენაზე მეტი ინფორმაცია უნდა მიიღონ, რომ რამდენად მანკიერი მოვლენაა ადრეული ქორწინება.
მიუხედავად იმისა, რომ ქართულ კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა ამ მიმართულებით, მაინც დიდია გოგონათა ადრეული ქორწინების შემთხვევები, აღნიშნიშნული პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ დგას, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ტერიტორიულ ერთეულებში ნაადრევი ქორწინების განმაპირობებელი ტრედიციები არსებობს, მოსაზრება რომ ადრეული ქორწინება მხოლოდ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებში ხდება,თუმცა ეს მცდარია, რადგან აღნიშნული გლობალური ხასიათის გამოწვევაა, ვფიქრობთ რომ ეთნიკურ უმცირესობებში, ეს პრობლემა განპირობებულია მოძველებული ადათებითა და სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობით.
უნდა გვახსოვდეს, რომ ნაადრევი ქორწინება, ეს არის ძალადობის ერთ-ერთი ფორმა და სავსებით სამართლიანად ასოცირდება დაკარგული ბავშვობასთან და აქედან გამომდინარე ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ, რომ დროთა განმავლობაში შემცირდეს და შემდგომ აღმოიფხვრას ნაადრევი ქორწინების პრობლემა.
საქართველო სამოქალაქო კოდექსის 1108-ე მუხლის თანახმად, საქორწინო ასაკად დაწესებულია 18 წელი. თუმცა, კამონაკლისის სახით დაქორწინება დასაშვებია 16 წლის ასაკიიდან, მშობლების ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით. მშობლების თანხმობის არსებობის შემთხვევაში, დაქორწინებულ პირს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოიპოვოს ნებართვა.
No comments:
Post a Comment